Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო
Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო

A+ A-

16:19 09/01/2021

Netflix-ზე ქართველი რეჟისორის, დრამატურგის, მარიონეტების თეატრის შემქმნელისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო.  ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში "REZO"-ს სახელით ჩაეშვა.

საიტზე მითითებულია, რომ ფილმი ავტობიოგრაფიულია და ანიმაციური დოკუმენტალისტიკის ჟანრს წარმოადგენს. ფილმი ადამიანობას, სიკეთეს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

2D ანიმაციური ფილმი 2017 წელს გამოუშვეს, მისი რეჟისორი ლეო გაბრიაძე, ხოლო პროდიუსერი ტიმურ ბეკმამბეტოვია. მისი მთავარი გმირი 9 წლის რეზო გაბრიაძეა, მოქმედება კი ქუთისში ვითარდება.