ინდოეთის სამშობიაროში, ხანძრის შედეგად, 10 ახალშობილი დაიღუპა
ინდოეთის სამშობიაროში, ხანძრის შედეგად, 10 ახალშობილი დაიღუპა

A+ A-

15:06 09/01/2021

ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში, სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ხანძარი ღამით გაჩნდა. ამ დროს ახალშობილთა განყოფილებაში 17 ბავშვი იმყოფებოდა, მათგან 7-ის გადარჩენა მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, სამძიმარი გამოხატა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმაც.

„ეს საშინელი ტრაგედიაა. ჩვენ ძვირფასი ახალგაზრდა სიცოცხლეები დავკარგეთ", - დაწერა ნერენდრა მოდიმ „ტვიტერში“.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტრაგედიის ყველა გარემოება გამოძიებული იქნება.