ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

A+ A-

13:03 09/01/2021

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მოწვეულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად. თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმიუპატივცემულობის უკიდურესი დონეა. ამიტომ იძულებული ვართ, შევაჩეროთ არტისტთან დადებული კონტრაქტის მოქმედება, საჯარო სივრცეში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების ყველა გარემოების გარკვევამდე.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთანშეხვედრის შედეგების მიხედვით“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.