საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, რომელიც მილიონებს გვპარავს - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო ელექტროენერგიას "შუამავლის" მეშვეობით ყიდულობს და ეს შუამავალი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.
ხაბეიშვილის თქმით, მამაცაშვილი საქართველოს მოსახლეობას მილიონობით დოლარს პარავს.
„საქართველო ელექტროენერგიას ყიდულობს "შუამავლის" მეშვეობით და ეს შუამავალი არის ბიძინას დეიდაშვილი უჩა. ამასობაში, უჩა "გზაში" გვპარავს მილიონებს... საუბარია მილიონობით დოლარზე, რომელსაც ივანიშვილის დეიდაშვილი ასე უცერემონიოდ იდებს ჯიბეში“, - წერს სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 იანვრიდან იზრდება. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული და 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ.