ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამომრჩეველმა 20 ივნისის თაობა საკუთარ პოლიტიკურ ორიენტირად აღიარა - ბერძენიშვილი
ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამომრჩეველმა 20 ივნისის თაობა საკუთარ პოლიტიკურ ორიენტირად აღიარა - ბერძენიშვილი

A+ A-

15:18 30/12/2020

ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამომრჩეველმა 20 ივნისის თაობა აღიარა საკუთარ პოლიტიკურ ორიენტირად, ძველი და არც თუ ისე ძველი პოლიტიკოსების თუ არჩევნების შედეგებს თვალს გაუსწორებენ, უკეთესი იქნება. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ძველი პოლიტიკოსები ახალ თაობასა და საზოგადოების ახლანდელ პოლიტიკურ რჩეულებს მიეხმარებიან. 

 

„ახალი თაობა მოვიდა 21-ე საუკუნის მეორე-მესამე ათწლეულების მიჯნაზე, 2019-2020 წლებში ახალი თაობის პოლიტიკოსები არცთუ მოულოდნელად, მათზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები კი სწორედაც, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში და მოურიდებლად დამკვიდრდნენ ფრონტის წინა ხაზზე( "საბრძოლო იარაღი", წინააღმდეგობის სიმბოლო შე-შა).

თავისუფლება, ლიბერალური ღირებულებები, ანტისაოკუპაციო საქმიანობა შინ და გარეთ მათი ცხოვრების კრედოა.

ძველები და არც მთლად ძველები(მაინც წინა საუკუნის და ათასწლეულის მიწურულს გამოჩენილები ვინც ვართ ქართულ პოლიტიკაში) რაც მალე გავუსწორებთ თვალს არჩევნების შედეგებს, უკეთესი იქნება.

ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამომრჩეველმა 20 ივნისის თაობა აღიარა საკუთარ პოლიტიკურ ორიენტირად. გადახედეთ არჩევნების შედეგებს -გნებავთ სიით, გნებავთ მაჟორიტარულ ოლქებში - თბილისში განსაკუთრებით.
მრავალფეროვანია ოპოზიცია (თბილისში ენმ-22 %, სხვა პროდასავლური ოპოზიცია 30%-ზე მეტი).

ახალი პოლიტიკური თაობის ფიგურები, 40 წლის მიდამოებში მყოფი ხალხია ამჟამად ყველა წამყვანი და პერსპექტიული პარტიის ლიდერები, რომლებმაც საკუთარი კვალიფიციურობა და შეუპოვრობა დაადასტურეს სხვადასხვა მხარეს, სხვადასხვა ფლანგზე პოლიტიკაში. ასევე - მედიაში, სამოხელეო, დიპლომატიურ, არასამთავრობო და ა.შ. ასპარეზზე.

მივესალმები ამ პროცესს. ძველებს და არცთუ მთლად ძველებს კი მოკრძალებით შემოგთავაზებდით, ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისად მივეხმაროთ საზოგადოების ახლანდელ პოლიტიკურ რჩეულებს.
განახლება პერსონალურიაო, გვითხრა ამომრჩეველმა.

არ ჩამოვთვლი, ცხადია. ყველა პარტიაშია ეს ხალხი. ბევრ მათგანს მანდატი ამ ცესკომაც კი გამოუწერა. ერთი ამდენი სამოქალაქო აქტივისტია. სხვები მედიაში არიან, სამოქალაქო სექტორში, დასავლეთში სწავლობენ და მუშაობენ....ყველგან არიან.
ჩემთვის ეს ერთობლიობაა "მომავლის პარტია".

ჰოდა, გილოცავთ ახალ წელს თქვენ და თქვენთან ერთად ჩვენც(ძველებიც და სულ ახლები/ახალი ამომრჩევლებიც) ვივარგებთ, იმედია“, - წერს სოციალურ ქსელში ბერძენიშვილი.