შოუბიზნებს ბოლო აქვს მოღებული, მაგრამ მთავარია, ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს - დურგლიშვილი საახალწლო კონცერტზე
შოუბიზნებს ბოლო აქვს მოღებული, მაგრამ მთავარია, ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს -  დურგლიშვილი საახალწლო კონცერტზე

A+ A-

12:35 29/12/2020

შოუბიზნებს ბოლო აქვს მოღებული.  საახალწლო ღონისძიება რომელიც დინსტანციურად გაიმართება და ტელევიზიით გადაიცემა, ხელოვანთათვის შვება ვერ იქნება.  ამის შესახებ „ 2020NEWS”- თან აცხადებს ცნობილი მომღერალი რატი დურგლიშვილი.

როგორც მომღერალი აცხადებს, მიუხედავად პანდემიისა, კულტურის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება და კარგია, რომ საახალწლო კონცერტი ტელევიზიით მაინც გადაიცემა.

- თბილისის მერია სხვადასხვა საახალწლო პროგრამას უსაფრთხოების რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, ტელევიზიით გადაცემას გეგმავს.  თქვენთვის ეს როგორი გადაწყვეტილებაა, ჩაანაცვლებს ცოცხალი კონცერტის ემოციას ანდაც მომღერლებს ეკონომიკურად შვება ექებათ იმით,  სახელმწიფომ 400 ათასი ლარი რომ გამოყო, თქვენი სფეროს დასახმარებლად?

- ეს ღონისძიება, შემოსავლის თვალსაზრისით, არა მგონია, რომ მომღერლებისთვის შვება იყოს. შოუბიზნესი საერთოდ განადგურებულია. თუმცა ტელევიზიით გადაცემული კონცერტიც კარგია, სულ არაფერს სჯობს, რათა ამ პანდემიის მძიმე ფონზე, ადამიანების ოჯახებში სითბო და პოზიტივი შევიტანოთ.

მომწონს, ადამიანებს თუ რაღაცით შეუმსუბუქდებათ ცხოვრება.  ბოლო პერიოდში ცუდის მეტი არაფერი გვესმის. წელიწადია გასული, რაც ერთი კონცერტიც კი არ ყოფილა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ერთი საახალწლო ღონისძიება არავისთვის არაფერს  შეცვლის. აღებული ჰონორარი მომღერალმა შეიძლება, ერთი თვე იმყოფინოს. საახალწლო ღონისძიებებისთვის ის 400 ათასი რაც არის გამოყოფილი, ერთი ადამიანისთვის ხომ არაა,  უამრავ პერსონალზეა განაწილებული და არა მგონია, ამდენი მომღერლისთვის საკმარისი იყოს, შეიძლება ერთი თვე იმყოფინოს ადამიანმა. 

საახლწლო კონცერტი, მხოლოდ და მხოლოდ, კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებმა, იმ რამდენიმე წუთით თუ საათით, ყურადღება სხვაგან გადართონ, სულ ნეგატივში რომ არ ვიყოთ.

- ანუ ცოცხალი კონცერტი არც თქვენთვისაა მისაღები პანდემიის პირობებში?

- საახალწლო კონცერტზე, ხალხიც რომ შეიკრიბოს, მე ამის წინაარმდეგი ვარ. რა უბედურებაც ხდება, იცით, ხალხი იხოცება. ღონისძიება ასე დინსტანციურად  რომ ჩატარდება, არის კარგი გამოსავალი. რა თქმა უნდა, ცოცხალ ურთიერთობას ვერ შეედრება.

საოცრებაა, როდესაც ადამიანების ემოცია წინ გხვდება. ეს შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც კონცერტზე  მსმენელი  აპლოდისმენტებით გაჯილდოებს. სულ სხვა რაღაცაა, მაგარამ ამ სატელევიზიო კონცერტით, ადამიანებამდე ცოტა პოზიტივს მაინც მივიტანთ.

ინტერვიუ მოვისმინე, რომ ერთ-ერთი უსახლკარო ადამიანი ლელა წურწუმიას სიმღერებზე იძინებს. კულტურის გარეშეც არ შეიძლება.

- თუმცა, ამბობთ, რომ კულტურის სფეროს წარომადგენლებისთვის ეკონომიკურად მძიმე წელია, გარდა, 400-ათასიანი დახმარების გამოყოფისა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათთვის?

- პანდემიის დროს, ჩემს გარშემო, ყველას  ბანკებთან ურთიერთობის პრობლემა შეგვექმნა. ვერც ვერავის ვთხოვთ დახმარებას, იმიტომ, რომ ჩვენ კერძო ბიზნესი ვართ და მთავრობა არ არის ვალდებული, დაგვეხმაროს, მაგრამ რაღაც ხელშეწყობა გვჭირდება.

ჩვენი სფერო ძლიან დიდი პრობლემების წინაშეა, ძალიან დიდი. ელემენტარულად, გვერდით რომ დაგვიდგნენ, კარგი იქნებოდა. შოუბიზნებს ბოლო აქვს მოღებული. 

წუწუნისგან ბევრი ადამიანი კიდევ თავს იკავებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხელოვნების სფერო და ამას არამარტო მომღერლებზე ვამბობ. მუსიკოსები, მსახიობები, პოეტები ძალიან ცუდ დღეში არიან, მაგრამ მთავარია, რომ ჯანმრთელი ადამიანები გვყავდნენ და ჩვენს ქვეყანაში ნაკლები მსხვერპლი იყოს. დანარჩენს როგორმე გადავიტანთ.

ირმა ჯოხაძე