ყარაბაღში 8 სომეხი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ყარაბაღში 8 სომეხი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც სომხური მედია იტყობინება, საბრძოლო ზონიდან, საერთო ჯამში, 1 069 სომეხი სამხედროს ცხედარია გადასვენებული.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, მხარეებს შორის ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.