"ნაციონალური" მახე, გასაქრობად გამზადებული "მესამე ძალა" და დაუზიანებელი "ოცნება" - ვინ რას კარგავს 2024-ის არჩევნებისთვის?
"ნაციონალური" მახე, გასაქრობად გამზადებული "მესამე ძალა" და დაუზიანებელი "ოცნება" - ვინ რას კარგავს 2024-ის არჩევნებისთვის?

A+ A-

16:03 15/12/2020

რას კარგავს ოპოზიცია და რას ხელისუფლება თუ ქუჩაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, ქუჩაში გასული ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ? დღეს ეს მთავარი კითხვაა და „2020NEWS“ შეეცადა, კონსტიტუციონალისტებისა და საარჩევნო საკითხებში ექსპერტების დახმარებით, გაეცა მისთვის პასუხი.

შედეგად გაირკვა:

1.პარლამენტში ოპოზიცია შევა თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან 150 დეპუტატი ლეგიტიმურად უკვე ცნო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და საკანონმდებლო ორგანომაც.

2.სამაგიეროდ, ოპოზიცია გაუშვებს შანსს ხელიდან, პირველად საარჩევნო ისტორიაში, პარლამენტში შექმნას საგამოძიებო კომისია და უბნების ოქმები კი არ გადაითვალოს მარტო, არამედ, რაც აქამდე არ მომხდარა - გაიხსნას სამაგიდო სიები და ისე გადაითვალოს ხმები. შესაბამისად, ქვეყანა კარგავს შანსს, რეალურად გაარკვიოს, სად ხდებოდა დარღვევა, ხმების დათვლის პროცესში, თუ ოქმების შედგენა-ჯღაპნის დროს.

3.ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ არ ასოცირდება,  ხელიდან უშვებს 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობას! მეტიც, ე.წ. მესამე ძალის“ პარტიებს პოლიტარენიდან გაქრობა ემუქრებათ, „ნაცმოძრაობისა“ და „ოცნების“ მახის წყალობით.

როგორც „2020NEWS“-თან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე  და საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ლადო ბოჟაძე აცხადებენ, ერთპარტიული პარლამენტი პრობლემას არ წარმოადგენს და მას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, გარდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისა.

საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, ჯერ უცნობია, თუმცა, ცესკომ უკვე გააუქმა 5 ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო სიები, სამაგიეროდ, აქამდე გაუქმებული არაა სადეპუტატო უფლებამოსილება პარტიათა იმ წევრების, რომელთა პარლამენტის წევრობა უკვე დაკანონებულია.

რა მოხდება პარლამენტში, თუ იქ ოპოზიცია არ შევა?

როგორც “2020NEWS-“თან საუბრისას ვახუშტი მენაბდე აცხადებს, ოპოზიცია თუ არ შევა პარლამენტში, რაღაც არსებითი დაბრკოლება, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ წარმოიქმნება.

„ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად სამართლებრივი ნიშნით პრობლემა არ არის, ანუ ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლება გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად - „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ახლა პარლამენტში ყავს 90 დეპუტატი, 90 ხმა რისთვისაც იქნება საკმარისი, ყველა იმ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს პარტია, ეს იქნება: ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ბიუჯეტი, კანონები, თანამდებობებზე დანიშვნა.

ერთადერთი, რაც არ შეეძლება ამ ერთ პარტიას, ისაა, რომ კონსტიტუციას ვერ შეცვლის, რადგან არ ყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებს პრეზიდენტს, დანარჩენს ყველაფერს გააკეთებს.

ასე რომ, ოპოზიცია თუ არ შევა პარლამენტში, რაღაც არსებითი დაბრკოლება, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ წარმოიქმნება“, - ამბობს მენაბდე.

მისივე თქმით, თუ ერთი ოპოზიციური სუბიექტი მაინც შევა პარლამენტში, ეს პარლამენტი უოპოზიციოდ და ერთპარტიულად აღარ ჩაითვლება, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეიქმნება.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის ერთი სუბიექტი, თუ მაინც შევა პარლამენტში, ჩაითვლება, რომ ოპოზიციაც და პოზიციაც პარლამენტშია. ეგ კი არა, უმრავლესობა, რომ დაიშალოს, მაშინაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარლამენტოპოზიციაა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ სააგენტოსთან საუბრისას.

საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ლადო ბოჟაძე იზიარებს მენაბდის პოზიციას და ამბობს, რომ ოპოზიციის შესვლა-არ შესვლა დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს პარლამენტის ლეგიტიმურობისთვის, ერთადერთი დაბრკოლება, რაც ამ ეტაპზე პარლამენტს ექმნება, ისაა, რომ ის ვერ ქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც ხელს უშლის კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

ასევე ბოჟაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხალხმა აიჩია მრავალპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საკითხს ეს მომენტი უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

„საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა შედგა და მან ლეგიტუმურად ცნო პარლამენტის ასორმოცდაათივე წევრის უფლებამოსილება. რაც შეეხება პარლამენტის ლეგიტიმურობას, და ქმედითუნარიანობას, მე-10 მოწვევის პარლამენტს საფრთხე არ ემუქრება იმიტომ, რომ პირველი სხდომა უკვე შედგა.

ქართულ ოცნებას“ ჰყავს 90 დეპუტატი და საერთოდ, რომ არავინ შევიდეს ოპოზიციიდან პარლამენტ, ის მაინც იქნება ქმედითუნარიანი: მიიღებს კანონებს, ორგანული კანონს, მათ შორის - საქართველოს ბიუჯეტის შესახებ და დაამტკიცებახალ მთავრობას.

ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მუშაობას ხელი არ  შეეშლება, თუნდაც სამოცივე ოპოზიციონერი თუ იტყვის  უარს მანდატზე.

მეორეს მხრივ სასურველია, რომ იყოს ოპოზიცია, რადგან ასე გადაწყვიტა ამომრჩეველმა, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა, რადგან უფრო მეტად მოხდებოდა კონტროლი, მაგალითად - მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის დაბარება, რაც ვნახეთ წინა მოწვევის პარლამენტში და მე იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც რაოდენობა ოპოზიციისა შევა პარლამენტში.

რაც შეეხება საუბარს იმის შესახებ, რომ სამართლებრივად თუ პოლიტიკურად ჩვენ გვეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, რა თქმა უნდა, ოპოზცია უნდა შევიდეს პარლამენტში, რადგან ხალხს არ აურჩევია მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ასევე არჩევნებზე გვქონდა ძალიან დაბალი ბარიერი. ეს ნიშნავს იმას,  ხელისუფლებაც იყო მოწადინებული, რათა ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტი შემდგარიყო და მათი გადაწყვეტილების დამსახურებაცაა ის, რომ ამდენი საარჩევნო სუბიექტი და ამდენი პარტია მოხვდა პარლამენტში“, - განაცხადა ბოჟაძემ.

სააკაშვილის მახე პატარა პარტიებს. რაც „ოცნებასაც“ აწყობს

საარჩევნო საკითხებში ექსპერტი თვლის, რომ თუ ახლა ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, ისე არჩევნების შედეგების გამოძიება ვერ მოხერხდება და ვერასდროს გავიგებთ, მართლა გაყალბდა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

„მეორე და მთავარი მიზეზი ისაა, რატომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში, არა ლეგიტიმაციისთვის, არამედ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რადგან ლეგიტიმურობაში ოპოზიციის შესვლა-არშესვლა პარლამენტს ხელს არ უშლის.

თუ ამ მიზეზით შევა ოპოზიცია, მაშინ იქნება შესაძლებელი იმის გამოძიება, რა მოხდა არჩევნებზე.

გავხსნა საარჩევნო უბნები და გადავთვალოთ არა - ოქმები, არამედ საარჩევნო სიები და პირველადი დოკუმენტები, ბიულეტნები, რომ გაირკვეს უშუალოდ დათვლის პროცესში იყო დარღვევა, თუ ოქმების შედგენისას. თუ ამ შეთავაზებას დათანხმდება ოპოზიცია მაშინ, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნოს.

თუ ამას არ დათანხმდებიან ე.ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არანაირ გაყალბებას ადგილი არ ქონია.

რა გადაწყდება, ეს უკვე დროის ამბავია, თუ იქნება 1%-იანი გადახრა -იქნება რიგგარეშე არჩევნები, თუ არაფერი დარღვა, არ იქნება.

შემდეგ თვითონ გადაწყვეტს ოპოზიცია, ენდომება თუ არა, გაუყალბებელ პარლამენტში დარჩენა“,- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ბოჟაძემ.

კითხვაზე, თავად ოპოზიციას რა დაბრკოლებები შეექმნება, პარლამენტში თუ არ შევა, ბოჟაძე გვპასუხობს, რომ პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერიც კი ძლივს გადალახეს, თუ პარლამენტში ახლა არ შევლენ, 2024 წლისთვის პოლიტიკური არეალიდან საერთოდ გაქრებიან.

 

ასევე საინტერესო მომენტი არის ის, რომ ოპოზიციის 4-პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებით, შეიძლება ჩაითვალოს, ოპოზიცია ენდობა არჩევნებს და ხვდება, ვერც ერთი პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიე, გარდა „ოცნებისა“ და „ენმ“-ია 2024 წელს და ამიტომ ითხოვენ ამ ცვლილებებს.

თუ არ შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ვერ შეიქმნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან მათ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია რომც შევიდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც ვერ შედგება, რაც ხელს შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და თუ ბარიერი არ შეიცვლება, ამით მოგებული დარჩება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“.

ეს კი ნიშნავს, რომ ოპოზიციამ წააგო არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნები, არამ - 2021-2024 წლის არჩევნებიც.

ნაციონალური მოძრაობის“ არშესვლის ღია თუ ფარული მიზეზები,  მე უკვე გითხარით, მაგრამ დაზარალდება ყველა სხვა ოპოზიციური სუბიექტი, რომლებმაც ძლივს გადალახეს საარლამენტო არჩევნებში ბარიერი და თუ ისინი არ შევლენ პარლამენტში, შეიძლება საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან.

ეს კიდევ თავის მხრივ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აწყობს და შესაძლოა, „ქართულ ოცნებასაც“, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ დავრჩებით ორპოლუსიან, პოლარიზებულ გარემოში და არა მრავალპარტიულ გარემოში, რის წინააღმდეგაც განვახორციელეთ საარჩევნო ცვლილებები“, - განაცხადა საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა, ლადო ბოჟაძემ.

ფაქტია, არც ისე სახარბიელო სიტუაციაა ოპოზიციისთვის. შესაძლოა, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს, სწორედ ამიტომ შეუთვალა მედიის საშალებით შეერთებული შტატების ელჩა, კელი დეგნანმა ოპოზიციას,  პარლამენტში უნდა იბრძოლოთ საარჩევნო ცვლილებებისთვის და არა - ქუჩაშიო.

ელჩისთვის ყურის გდების ნაცვლად კი, ის ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიასგან თავდასხმის ობიექტი გახდა და მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში დასდეს ბრალი.

ცნობისთვის, ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიები უკვე გააუქმა.

კერძოდ, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატები: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია, „ლელო – მამუკა ხაზარაძე“.

ცესკოს განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.

რუსა მუმლაძე

მარიამ მაჭარაშვილი