სკანდალი: ვაშაძეს ან მელია ჩაანაცვლებს, ანდაც გვარამია - რამ იმსხვერპლა პარტიის თავმჯდომარის პოსტი?
სკანდალი: ვაშაძეს ან მელია ჩაანაცვლებს, ანდაც გვარამია  - რამ იმსხვერპლა პარტიის თავმჯდომარის პოსტი?

A+ A-

13:45 15/12/2020

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშძის პარტიიდან წასვლა, სხვა საკითხებთან ერთად, მის, როგორც პარტიის თავმჯდომარის,  ჩრდილში მოქცევას უკავშირდება. წავიდა ერთი ლიდერი და მოდის მეორე, მაგრამ ვინ? „2020NEWS“-თან პოლიტოლოგი  რამაზ საყვარელიძე ორ სავარაუდო კანდიდატს, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას ასახელებს.  

მისივე თქმით, საყურადღებოა ის საკითხიც, რასაც გრიგოლ ვაშაძე ხაზს უსვამს - სამომავლოდ ისწავლის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ შეცდომებზე.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის ნიშნები იყო. ახალ განცხადებაში იგივე მოტივაციაა მოხსენებული, რაც ადრე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას საჭიროდ თვლიდა.

აქედან გამომდინარე, მისი ნაბიჯი არ არის გასაკვირი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის მნიშვნელოვანი მოვლენა ის და ძალიან საყურადღებოც,  რასაც გრიგოლ ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ სამომავლოდ ისწავლის თუ არა ეს პარტია საკუთარ შეცდომებზე და რა სტრაეგიას შეიმუშავებს.

ის, რომ არ ჩანს სტრატეგია „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებაში, ამის გამოვლინება არის დიპლომატებზე შეტევა. გრიგოლ ვაშაძემაც პარტიიდან წასვლა სტრატეგიის უქონლობასა და დიპლომატებზე შეტევას დაუკავშირა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გრიგოლ ვაშაძის ადილი შესაძლოა, არტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ანდაც „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაიკავონ.

 „არ ვიცი, ვის თვლის პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩენილ ოდიოზურ ფიგურებად ვაშაძე -  იმ ადამაინებს, რომლებიც წამოიწიენ და გააქტიურდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ სხვებს, ალბათ, სხვადასხვა ვერსიები შეიძლება იყოს.

თუმცა, როცა ახსენებს, ე.ი. ვიღაცა გააქტიურდა და გადამწყვეტი როლიითამაშა, თვითონ კი, როგორც თავმჯდომარე,  ჩრდილში მოექცა. ადამიანურად - ესეც იყო მისი წასვლის ძირითადი მიზეზი.

მთლიანად ოპოზიციაზე არ მგონია, ვაშაძის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიები უკვე გამოიტანა, მაგრამ სამომავლოდ მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდება ხოლმე - როდესაც ერთი ჯგუფის ლიდერი მიდის, მეორე ჯგუფი წამყვან პოზიციას იკავებს.

მიჭირს ზუსტად თქმა, თუ ვინ დაიკავებს ლიდერის პოზიცას, მაგრამ სავარაუდოა, რომ ნიკა მელია, ან „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ  დაიკავოპოლიტიკურპოსტი.

გვარამიას ვარიანტი უფრო სათუოდ მეჩვენება, ის იმ ფრონტზე იბრძვის, რომელზედაც იბრძვის და იქდან მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“,- განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, მთავარი ოპოზიციური ძალის -"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ირმა ჯოხაძე