ჭავჭავაძის გამზირზე პატრული ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
ჭავჭავაძის გამზირზე პატრული ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

A+ A-

18:38 05/12/2020

 თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიცია ქვეითად მოსიარულეს "წითელზე" გადასვლის დროს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

პროკურატურის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) გამოძიება დაიწყო.