თურქეთში 5.2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.2 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

A+ A-

18:37 05/12/2020

თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის გაზიფაშას რაიონში დაფიქსირდა.

მიწისძვრის კერის სიღრმე 77.58 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.