შიდა ქართლში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა
შიდა ქართლში კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა

A+ A-

16:52 05/12/2020

შიდა ქართლში კორონავირუსით 80 წლამდე კაცი გარდაიცვალა. გორში მცხოვრები კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი ვირუსის შედეგად გართულებები გახდა.

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტების რაოდენობის გაზრდის შედეგად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5 280-ით გაიზარდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 35 ადამიანი. თვითიზოლაცია მოეხსნა 36 პირს.

სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 201 შეადგენს, აქედან 1 001 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2540 პირი.

სიმპტომის მქონე მოქალაქეებს ტესტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონავირუსზე უფასო, სწრაფი ტესტის ჩატარება, რეგიონის მასშტაბით 10 ლოკაციაზე შეუძლიათ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.