აღმოსავლეთ საქართველოში, 6 და 7 დეკემბერს ამინდი გაუარესდება
აღმოსავლეთ საქართველოში, 6 და 7 დეკემბერს ამინდი გაუარესდება

A+ A-

14:17 05/12/2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.