79 000 ლარი, 1 "მოტო", ვალები ბანკში - რა ქონებით "გააგდო" ტიკარაძემ სამინისტროდან თალაკვაძის ძმა ?  
79 000 ლარი, 1 "მოტო", ვალები ბანკში - რა ქონებით "გააგდო" ტიკარაძემ სამინისტროდან თალაკვაძის ძმა ?  

A+ A-

18:59 01/12/2020

79 000 ლარის დანაზოგი, ვალები ბანკში, 4 500 ოლარად შეძენილი "HD street bob", მეუღლის სახელზე გაფორმებული თითქმის მილიონიანი უძრავი ქონებ - მოკლედ, მდიდარი ცოლის „უძრავი ქონებით“ „ღარიბი ქმარი - სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე.

ძმა თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი გახლდათ.