ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თავდებში ჩადგომის სურვილი 100-მდე ადამიანმა გამოთქვა
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თავდებში ჩადგომის სურვილი 100-მდე ადამიანმა გამოთქვა

A+ A-

17:53 26/11/2020

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას თავდებში ჩადგომის სურვილი უკვე ასამდე ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, მსახიობები, ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას დაკავებულების ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თმით, პროკურატურამ დაკავებულებისათვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

„დაკავებულებისათვის თავდებში ჩადგომის სურვილით უკვე ასამდე ადამიანმა მოგვმართა. ალბათ, მათი ვინაობის დასახელება არ იქნება სწორი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მსახიობები, ჟურნალისტები, იურისტები, რიგითი მოქალაქეებიც, რა თქმა უნდა, ყველა სფეროს წარმომადგენლები გვიკავშირდებიან, რომ შეურთდნენ ამ ადამიანებისათვის პატიმრობის შეცვლას. უკვე ასამდე ადამიანმა მოიგვმართა და ეს სია გვრძელდება. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს წინასწარი პატიმრობის 2 თვით გაგრძელების მოთხოვნით. ვვარაუდობთ, რომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ ჩაინიშნება“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დაკავებულებს 4 დეკემბერს ეწურებათ. შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირინა მაკარიძე