სასიამოვნო იყო ამ კვირას თბილისსა და იერუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა - მაიკ პომპეო
სასიამოვნო იყო ამ კვირას თბილისსა და იერუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა - მაიკ პომპეო

A+ A-

12:02 21/11/2020

მაიკ პომპეო საქართველოსა და ისრაელში ვიზიტის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს სახელმწიფო მდივანმა პოსტს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ვიდეოც დაურთო .

"სასიამოვნო იყო ამ კვირას თბილისსა და იერუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება," -წერს პომპეო.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. შტატების უმაღლესი რანგის წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პომპეომ საქართველოში ვიზიტი 18 ნოემბერს დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა.