რუსთავში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა
რუსთავში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა

A+ A-

13:09 19/11/2020
 
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარებამ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციები უცნობია