ბათუმის პორტის მიმდებარედ ზღვაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმის პორტის მიმდებარედ ზღვაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

A+ A-

12:37 19/11/2020

ბათუმის სანაპიროზე, პორტის მიმდებარედ ზღვაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სანაპიროდან დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მყვინთავები.

ამ დროისთვის, შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უცნობია.