დღეს მეფე და ვერელი აშუღი ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა
დღეს მეფე და ვერელი აშუღი ირაკლი ჩარკვიანი დაიბადა

A+ A-

12:24 19/11/2020

1961 წლის 19 ნოემბერს ქართველი მუსიკოსი და პოეტი ირაკლი ჩარკვიანი (მეფე) დაიბადა. ამ დღის აღსანიშნავად მამამისი, ჟურნალისტი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა ,ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო... ვერელი აშუღი“, - წერს გელა ჩარკვიანი.