ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს - თამარ ჩუგოშვილი
ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს - თამარ ჩუგოშვილი

A+ A-

18:01 18/11/2020

ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს - აცხადებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

„გვაქვს შემდეგი მოცემულობა, ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას/ცესკოს. ასევე, უკვე ნათელია, რომ ბოიკოტის გზით სიარულს მხარდაჭერა არ აქვს და არ ექნება. ამასობაში, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა მეორე ტურების მოგების სრულიად რეალისტური შანსი. მომავალ არჩევნებს (ვადამდელი იქნება თუ მორიგი) ჭირდება ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ხმის მიცემის/დათვლის პროცედურების, საარჩევნო დავების განხილვის და მრავალი სხვა მიმართულებით.

ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდაზე შეთანხმება უნდა მოხდეს იმაზე, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად მოხდება (როგორც 8 მარტის შეთანხმებისას), შემდეგ ყველა უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს შეთანხმება რეალობად აქციოს. მხოლოდ ასე გვექნება შანსი შემდეგი არჩევნები უფრო სამართლიანი იყოს. ამის შემდეგ კი პოლიტიკური ვითარება გვაჩვენებს როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები“, - წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.