ელისაშვილიც კი შეგიქოთ, კიდევ რა ქნას, კაცუნებო, რომ დაწყნარდეთ, სუნთქვა შეწყვიტოს ლაივში? - სარიშვილი სააკაშვილზე
ელისაშვილიც კი შეგიქოთ, კიდევ რა ქნას, კაცუნებო, რომ დაწყნარდეთ, სუნთქვა შეწყვიტოს ლაივში? - სარიშვილი სააკაშვილზე

A+ A-

11:47 16/11/2020

ექსპრეზიდენტმა მიეხილ სააკაშვილმა ისტერიკაში ჩავარდნილი მისი მომხრეები დაამშვიდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოცილურ ქსელში წერს.

ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტს არავინ გაულანძღავს და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც კი შეაქო.

No description available.

„შემოუთვალა სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არისო, საერთო საქმეს მიხედეთო. ისტერიკაში ჩავარდნილები დაგამშვიდათ, არავინ გაულანძღიხართ, ალეკო ელისაშვილიც კი შეგიქოთ.

კიდევ რა ქნას კაცუნებო, შემდეგ გამოსვლაში, საბოლოოდ რომ დაწყნარდეთ, სუნთქვა შეწყვიტოს ლაივში? მე ვივლი ყველა აქციაზე ბოლომდე, რადგან უმთავრესი მიზანი ახალი საარჩევნო კომისია და ახალი არჩევნების დანიშვნაა, რათა საქართველო უზურპატორი მოღალატე ხელისუფლებისგან განთავისუფლდეს.

მერე დრო ყველაფერს დაალაგებს. P.S. იგივეს დავწერდი, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა ვიყო, რადგან თავმოყვარეობას, ღირსებასა და საკუთარი თავის, თუ სხვის პატივისცემას პარტიულობა არა აქვს – ის ან გაქვს, ან არა! დილა მშვიდობის ყველას“, - წერს სარიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც თავის ამომრჩეველს „ხელის განძრევისკენ“ მოუწოდა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციის აქციაზე - „მიშა ჩამოდის“ პლაკატებით იდგნენ, აქციაზე სუსის მიგზავნილებად მონათლა.