ესებუა სამართალდამცველებს კვლავ გაექცა - ბანკის ძარცვის სკანდალურ საქმეს ტერორიზმის მუხლიც დაემატა
ესებუა სამართალდამცველებს კვლავ გაექცა - ბანკის ძარცვის სკანდალურ საქმეს ტერორიზმის მუხლიც დაემატა

A+ A-

20:07 26/10/2020

საყოველთაოდ ცნობილი ტერორისტი, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა განახორციელა ბადრი ესებუა სამართალდამცველებს კვლავ გაექცათ. "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმელის ვინაობაზე დადასტურდა. თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებამ, გამოძიებასა და დამნაშავის ძებნას ხელი შეუშალა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა 1988 წელს დაბადებული პირია.

გამოძიება საქმეზე უკვე 3  - ტერორიზმის, მძევლად აყვანისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. ტერორიზმის მუხლი საქმეს დღეს დაემატა, აქამდე ბანკზე თავდასხმა ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით მიმდინარეობდა.

"2020NEWS"-ს ინფორმირებულმა წყარომაც  დაუდასტურა და მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია რომ ზუგდიდში ზაქარაიას ქუჩაზე, ტარიელ ჯანაშიას სახლში  ესებუა სპეცრაზმმა ალყაში მოაქცია, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, შს სამინისტრომ დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. დიდი ალბათობით, ტერორიზმში ბრალდებულმა კვლავ მოახერხა გაქცევა. 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, "საქართველოს ბანის" შენობაში თავდამსხმელმა 21 ოქტომბერს 43 მძევალი აიყვანა მძევლად. მათი გათავისუფლება 500 00 დოლარის სანაცვლოდ მოხდა.