საყოველთაოდ ცნობილი ესებუა ნამდვილად დაკავებულია - "2020NEWS"-ს წყარო უდასტურებს, რომ...
საყოველთაოდ ცნობილი ესებუა ნამდვილად დაკავებულია - "2020NEWS"-ს წყარო უდასტურებს, რომ...

A+ A-

19:42 26/10/2020
საყოველთაოდ ცნობილი ტერორისტი, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ 43 მძევალი აიყვანა და 500 000 დოლარით მიიმალა, ნამდვილად დაკავებულია - ამ ინფორმაციას „2020NEWS“-ს სამართალდამცველი უწყებიდან წყარო უდასტურებს.
 
„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ეჭვმიტანილის, ბადრი ესებუას აყვანა საკუთარ სახლში, სოფელ გრიგოლიში მოხდა.
 
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ დაუსხლტა ხელიდან.
 
შეგახსენებთ, ბანკზე თავდასხმა 21 ოქტომბერს ავტომატითა და გახსნილი „ლიმონკით“ ერთმა პირმა განახორციელა.
 
დაკავების შესახებ ზუსტ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო 20:00 საათზე გაავრცელებს.