ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" მძარცველი ბადრი ესებუა უკვე დაკავებულია - ნიკა გვარამია
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" მძარცველი ბადრი ესებუა უკვე დაკავებულია - ნიკა გვარამია

A+ A-

19:29 26/10/2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მძარცველის, ბადრი ესებუას სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ გრიგოლიში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

„მთავარი არხის“ დირექტორის თქმით, ბადრი ესებუა უკვე დაკავებულია და ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტახანში განაცხადებს გაავრცელებს.

ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე განცხადება გაკეთდება.

განცხადება ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმას შეეხება.

დეტალებს შსს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.