ქართველ პოლიტიკოსებს კულტურა და შეგნება არ აქვთ - ლადო კახაძე
ქართველ პოლიტიკოსებს კულტურა და შეგნება არ აქვთ - ლადო კახაძე

A+ A-

17:36 23/10/2020

დედამიწაზე ზონა აღარ დარჩა, სადაც ვირუსმა ვერ შეაღწია, ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნებთან გადაადგილების შეზღუდვა არაფერს ნიშნავს.  ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ლადო კახაძე  ევროკავშირის საბჭოს, რომელმაც დღეს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოღების თაობაზე.

ამასთანავე, დეპუტატი ქართველ ოპოზიციონერებს უკულტუროს უწოდებს, რადგან ისინი დიდ პარტიულ შეკრებებს მართავენ პანდემიის პირობებში.

კახაძის თქმითვე, კორონავირუსი დიდი ხანი იარსებებს დედამიწაზე, ამიტომაც მასთან ერთად თანაცხოვრება ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს.

"კოვიდ-19" დიდხანს იარსებებს დედამიწაზე, ამიტომაც ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს.

დედამიწაზე ზონა აღარ დარჩა, სადაც ვირუსმა ვერ შეაღწია, ამიტომაც ევროკავშირის ქვეყნებთან გადაადგილების შეზღუდვა არაფერს ნიშნავს.

თავად შეხედონ საკუთარ თავებს, იქ უამრავი ადამიანია დაინფიცირებული. რომც არ ჩაეკეტათ, არ მგონია,  რომელიმე ჩვენგანს იქ წასვლა მოენდომებინა", -ამბობს კახაძე.

მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა საკუთარ ინტერესებს უფრო ატარებს, ვიდრე ქვეყნისა და თავის მოსახლეობისა, ამიტომაც ისინი უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

"ქართველი პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესების გატარებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისა, სწორედ ამიტომაც იქცევიან უპასუხისმგებლოდ და ფართომაშტაბიან შეხვედრებს მართავენ.

კულტურა არ აქვთ, წესები რომ დაიცვან და შემდეგ მთავრობას თხოვენ შედეგებზე პასუხს. მაინცდამაინც დიქტატორულად უნდა ავუკრძალოთ ყველაფერი?

საკუთარი შეგნება უნდა ჰქონდეთ“, -განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ხატია მამულია