საქართველო ევროკავშირის "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოიღეს
საქართველო ევროკავშირის "უსაფრთხო ქვეყნების" სიიდან ამოიღეს

A+ A-

09:36 23/10/2020

საქართველო ევროკავშირის „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან ამოიღეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება დროებით უნდა შეეზღუდოთ.

როგორც ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სამი ქვეყნის - საქართველო, ტუნისი,  კანადის ნუსხიდან ამოღება ამ სახელმწიფოებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას უკავშირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო შედგენილი ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში რჩება სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იაპონია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი და ურუგვაი.