დღეს ამერიკის შეერთეული შტატების სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
დღეს ამერიკის შეერთეული შტატების სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

A+ A-

10:25 23/10/2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას.

როგორც ცნობილია, პირველი მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ მინისტრთან გაიმართება. მაიკ პომპეოსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან მოლაპარაკებები 18:30-ზეა დაგეგმილი.

შეხვედრების შემდეგ დიპლომატების მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება წინასწარ დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბრიდან განახლდა. სომხეთ-აზერბაიჯანი შეირაღებული დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ 9 ოქტომბერს, მოსკოვში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება მაინც გრძელდება.