ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა - ოქრუაშვილი
ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა - ოქრუაშვილი

A+ A-

12:55 22/10/2020

ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

"ღარიბაშვილს ხომ არ უთქვამს ატამი და მანდარინი რა ღირს ან ის ბოთე გომელაური ხომ არ გამოჩენილა, ბაღი მაქვს დასაბარი. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ქვეყანაში სოლოლაკში შუშის სასახლეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვაქვს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ის ფული რაც იმ კაცს გადაუხადეს, ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გაიცა", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, თავმდამსხმელმა კი 500 000 ამერიკული დოლარით მიმალვა მოახერხა.