ხელყუმბარა საბრძოლო იყო - რა გათვალა ტერორისტმა 500 000 დოლარის "ჩასაჯიბად"?
ხელყუმბარა საბრძოლო იყო - რა გათვალა ტერორისტმა 500 000 დოლარის "ჩასაჯიბად"?

A+ A-

13:10 22/10/2020

მძევლების სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და ხელისუფლება სწორად მოიქცა, რომ ქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია არ ჩაატარა.  ტერორისტმა სწორად გათვალა, რომ სპეცოპერაციაზე არჩევნების წინ არავინ წავიდოდა. ამის შესახებ სამხედრო- ანალიტიკური ჟურნალის - „არსენალი“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „2020NEWS“- თან აცხადებს.

მისი თქმით, მძარცველი თავისი ჩაცმულობით, აღჭურვილობითა და ქცევით ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ის ყოფილი სამხედრო ან სპეცრაზმელი იყო.

„თავისი ჩაცმულობით, აღჭურვილობით, ქცევით, შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის ბანკის მძარცველი არის ან ყოფილი სამხედრო, ან სპეცრაზმელი. ანუ, მას აქვს გამოცდილება სამხედრო ფორმასთან და იარაღთან მოქცევის“, - აცხადებს ალადაშვილი.

მისი თქმით, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მძევლების სიცოცხეს რეალური საფრთე ემუქრებოდა.

მან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ეს ნიშნავს, რომ მის ხელში საბრძოლო იარაღი იყო იყო. ხელყუმბარაც, დიდი ალბათობით, იყო საბრძოლო. მეტი შანსია, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ იყო. პირი როდესაც ასეთ დანაშაულზე მიდის, მისგან უკიდურესი ქმედება მოსალოდნელია“, - განაცადა ალადაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

რაც შეეხება ხელყუმბარას, მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, ხელყუმბარის საბრძოლო მდგომარეობიდან ისევ არასაბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა და პირიქით. ალადაშვილის თქმით, ბანკის მძარცველმა, სავარაუდოდ, გათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ სპეცოპერაციაზე არ წავიდოდა.

„თუ მისი პიროვნების იდენტიფიკაცია უკვე არ აქვთ სამართალდამცველებს მოხდენილი, ძალიან გაჭირდება მისი მოძებნა. გამოიცვლის ამ ტანსაცმელს, ნიღაბს მოიხსნის, ავტომატს გადამალავს და მისი მოძებნა ძნელი იქნება.

მან გათვალა ის, რომ ხელისუფლება არ წავიდოდა სპეცოპერაციაზე. მოახლოებული არჩევნების წინ არ გარისკავდა ადამიანების სიცოცხლეს. სპეცოპერაციის 100-პროცენტიანი გარანტია, რომ წარმატებით დასრულდებოდა და მძევლები არ დაზარალდებოდნენ, ან არ დაიღუპებოდნენ, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. მსოფლიოს არც ერთ სპეცსამსახურს არ შეუძლია ამის ასპროცენტიანი გარანტიის მიცემა. მე მგონი, სწორად მოიქცნენ, რომ ქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია არ ჩაატარეს და გაუშვეს, ახლა უკვე ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა მისი დაკავება ან გაუვნებელყოფა“ , - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ყველა პირი გათავისუფლებულია, თავმდამსხმელმა კი 500 000 ამერიკული დოლარით მიმალვა მოახერხა.

ირინა მაკარიძე