ტერორისტი თუ "აორთქლდება", ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? - ბერძენიშვილი
ტერორისტი თუ "აორთქლდება", ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? - ბერძენიშვილი

A+ A-

11:32 22/10/2020

"ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და "აორთქლდება", ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს?", - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაში ძებნილი პირი საკითხს.

ბერძენიშვილის თვის ასევე გაუგებარია თუ რა როლი ჰქონდა სამხარეო პოლიციის უფროსს და უბრძანეს თუ არა მას ტერორისტის ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოევს მიყვანა და გაშვება.

„ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.

ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და "აორთქლდება", ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ... ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?“ - წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.