საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან - იენს სტოლტენბერგი
საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან - იენს სტოლტენბერგი

A+ A-

15:13 21/10/2020

საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია.

„ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის ღირებული პარტნიორები არიან. მათთან თანამშრომლობა ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში. ამავე დროს ნატო-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზრდილია. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან დისკუსიის გამართვა და მათი მოსმენა ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა  სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ეძღვნებოდა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.