ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაუქმდა
ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაუქმდა

A+ A-

10:34 21/10/2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "უეფას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – გააუქმოს 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის ელიტური რაუნდი და ფინალური ეტაპი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა გამართულიყო. მიზეზი ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამასთან დაკავშირებით გართულებული მგზავრობაა“, – წერია "უეფას" განცხადებაში. 

ცნობისთვის, უფრო ადრე, ტურნირის ელიტ-რაუნდი ოქტომბრიდან ნოემბერში გადაიტანეს, „რვათა ფინალი“ კი ჩრდილოეთ ირლანდიაში 2021 წლის მარტში უნდა გამართულიყო.