სარესტორნო ბიზნესის კრიზისი - რესტორატორები და სექტორის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
სარესტორნო ბიზნესის კრიზისი - რესტორატორები და სექტორის წარმომადგენლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

A+ A-

15:35 20/10/2020

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული  შეზღუდვებით დაზარალებული სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მეთაურთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, პანდემიის გამო, ისინი მთელი რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც 22:00 საათზე სარესტორნო ობიექტების დაკეტვის შეზღუდვა ამოქმედდა. 

„ჩვენ მივმართავთ პრემიერს შეხვედრასთან დაკავშირებით, გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს და არის საუბარი რომ მომავალ დღეებში ჩაინიშნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო წნეხი მოიხსნას არსებულ სიტუაციაში, ბანკებთან ურთიერთობა, რომელიც კაბალურია, მოხდეს ჩარევა, ბანკებთან ურთიერთობაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. ჩვენი მოთხოვნაა პრობლემებზე ვისაუბროთ.

სფეროში პანდემიის პირობებში პრობლემები მუდმივად იყო, მაგრამ გარკვეულწილად სფერო უმკლავდებოდა პრობლემებს, მაგრამ 22:00 საათზე რესტორნების დახურვამ სრულიად შეცვალა ვითარება. აქ მატერიალური ზარალის გარდა არის საუბარი იმ ხალხის უმუშევრად დარჩენაზე, ვინც დასაქმებულია“, – განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები რესტორნების სამუშაო საათების გაზრდასაც ითხოვენ