ჟურნალისტ მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჟურნალისტ მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

15:16 20/10/2020

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს მედიის საკითხებში, მიშა ფეიქრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობა მეგობრებო ამდენი ყურადღებისთვის.  დამიდასტურდა covid-19, მაგრამ თავს, ამ ეტაპზე, ვგრძნობ კარგად. იმედია ბოლომდე ასე იქნება.

სიმპტომები თუ გამოჩნდება ეშველება, მაგრამ ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გააცნობიერებ რამხელა საფრთხე ხარ", - წერს ფეიქრიშვილი.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა , გარდაიცვალა 15 ადამიანი.