კორონავირუსის გამო, საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო
კორონავირუსის გამო, საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

A+ A-

12:44 20/10/2020

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 2020 წელს დაგეგმილი სანაკრებო მატჩები გაურკვეველი პერიოდით გადაიდო.

გადადებულ მატჩებს შორის არის საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც პირველ ნომბერს უნდა გამართულიყო.

რაგბი ევროპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მატჩების ჩატარების თარიღს პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით დანიშნავენ.

„ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ტურნირები შევწყვიტოთ, რათა გავუფრთხილდეთ მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და რაგბიში დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობაში. უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, სანამ რაგბის სათამაშოდ უკეთესი პირობები არ იქნება“, - წერს რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ.