რატომ გვჯერა იმათი, ვის დროსაც მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება - მეუფე ანტონი
რატომ გვჯერა იმათი, ვის დროსაც მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება - მეუფე ანტონი

A+ A-

17:08 18/10/2020

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ე.წ. კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება და Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ კომპლექსმა დღევანდელი სახე სწორედ არქიმანდრიტ კირიონის  ძალისხმევით მიიღო. 

მეუფე ანტონისთვის დაკავებული მეცნიერების არგუმენტები არადამაჯერებელია და კითხვას სვამს - რატომ არ უნდა გვჯეროდეს 1938 წლის რუკის, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს.

"2005 წლიდან აქ ნელ-ნელა ჩნდება მესაზღვრეები, რომელნიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ კაპიტალურად არამც თუ მოუახლოვდნენ, არამედ შემოიჭრენ ამ ერთიან სამონასტრო კომპლექსში.. ხოლო 2012 წლიდან იწყებენ მომლოცველების არ შეშვებას...

იბადება კითხვა საიდან, რამ გაათამამა აზერბაიჯანის მხარე, რის საფუძველზე დაიწყო ასეთი თავდაჯერებული მოქმედება  და ვინ ან რომელმა უწყებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი.
ან საიდან ვასკვნით ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე.

აქედან ნუ გამოიტანთ დასკვნას რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ რომ დამნაშავე  არ არიან,
ამის გამო მათზე უნდა  შეწყდეს გამოძიება... მსოფლიოში არც ერთი მსჯავრდებული არ ამბობს რომ ღირსია სასჯელისა, მსოფლიოში არც ერთი გიჟი არ აღიარებს რომ გიჟია და ამიტომაა საგიჟეში...

ან რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია  და რატომ გვჯერა იმათი ვის
დროსაც რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება.
ვინ ვის წისქვილზე ასხამს წყალს დრო გამოაჩენს ", - წერს მეუფე ანტონი