თბილისში 39-ე საბავშვო ბაღის მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა
თბილისში 39-ე საბავშვო ბაღის მასწავლებელს COVID-19 დაუდასტურდა

A+ A-

18:20 17/10/2020

თბილისში, 39-ე ბაღში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ინფექცია ერთ-ერთ პედაგოგს აღმოაჩნდა. საბავშვო ბაღში სწავლა დროებით, ორი კვირით შეწყდა.

დღეს კორონავირუსი დაფიქსირდა კიდევ ერთ საბავშვო ბაღში, რომელიც ახალციხეში მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც, COVID-19 მასწავლებელს დაუდასტურდა. აღსაზრდელები და თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.