განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა
განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

11:48 17/10/2020

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 12 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

ბაქოში ამბობენ, რომ განჯა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით, „სკადით“ დაიბომბა. სარაკეტო იერიშმა 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

მედიის ცნობით, დაბომბვის ადგილებზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.