კახიშვილიც გაიმარჯვებს, ვაშაძეც, დეკანოიძეც და ჭიჭინაძეც - ცაგარელის უცნაური პროგნოზი ისანში
კახიშვილიც გაიმარჯვებს,  ვაშაძეც, დეკანოიძეც და ჭიჭინაძეც - ცაგარელის უცნაური პროგნოზი ისანში

A+ A-

13:40 16/10/2020

ისანი - მაჟორიტარობის 4  პოლიტვარსკვლავი კანდიდატი, ვარსკვლავური პროგნოზით - 4-ვე გამარჯვების მაღალი შანსებით, თუმცა რეალური წინასაარჩევნო მოცემულობით კი - დაქსაქსული და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაღალი მაჩვენებლით.

ისანი - ერთ-ერთი საკვანძო სამაჟორიტარო ოლქი, სადაც „ქართული ოცნების“ ჰოროსკოპით თევზი - კახი კახიშვილი,“სტრატეგია აღმაშენებლის“ კირჩხიბი - გიორგი ვაშაძე, „ტრიბუნას“  ლომი - დავით ჭიჭინაძე და „ნაციონალების“ მერწყული - ხატია დეკანოიძე  ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

რა მოხდება ერთ-ერთ ყველაზე მეტად  მძიმე საარჩევნო ოლქში, როცა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ კალენდარზე სულ რაღაც ორი კვირაღაა დარჩენილი?

თავად მაჟორიტარობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებას გამალებით ცდილობენ, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციები  საზოგადოებას პოლიტიკურ რეიტინგებს აცნობენ, თუმცა, რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები და რა გამარჯვების შანსებს უწინასწამეტყველებენ ვარკვლავები ოპოზიცია-ხელისუფლების „ლეგიონერებს“, ამას “2020NEWS” გაგაცნობთ.

სააგენტო ქვეყნის მთავარ ასტროლოგს, მიხეილ ცაგარელს ესაუბრა, შესაბამისად,  ვაგრძელებთ პოლიტიკური ასტოლოგიური პროგნოზების ციკლს და ვნახოთ, თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში ვის რა გამარჯვების შანსების აქვს გადამწყვეტ არჩევნებში.

ამჯერად ისანს წარმოგიდგენთ განსაკუთრებული ასტროლოგიური სპეციფიკის გამო - ამ ოლქის 4-ვე ფავორიტ კანდიდატს ვარსკვლავები თანაბარწილ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

ცაგარელის პროგნოზით, ვარსკვლავების პოლიტიკური წყალობა არჩევნებზე კახი კახიშვილს ერგება, თუმცა ვარსკვლავურ რეიტინგში მას ჭიჭინაძე და ვაშაძე მოსდევენ.

ასტროლოგის თქმით, წარმატებული პერიოდია ხატია დეკანოიძისთვისაც.

„ზოდიაქოთი კახი არის თევზები, კირჩხიბია გიორგი ვაშაძე და ხოლო დავით ჭიჭინაძე ლომია. ამ ჩამოთვლილიდან, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი შანსი კახი კახიშვილას აქვს. 

შემდგომ უკვე მოდიან ჭიჭინაძე და ვაშაძე.

მათ კახი დაამარცხებს და თუ ასე მოხდა, ძალიან გამიხარდება. ხალხმა კიდევ არ იცის, მთავრობაში რა მარგალიტი გვყავს.

კახიშვილს შეუძლია ქვეყნას ბევრი კარგი რამ გაუკეთოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გაიმარჯვებს. თუმცა, ასტროლოგიური კუთხით დიდი შანსი აქვს მერწყულს, ანუ ხატია დეკანოიძესაც, მაგრამ რადგან მისი მხარდამჭერთა რაოდენობა ნაკლებია, ამიტომ გაიმარჯვებს თევზები, ანუ  კახი კახიშვილი. ასტროლოგიური კუთხითა ყველაზე მეტი შანსი მას აქვს“, - განაცხადა ცაგარელმა.