მელაშვილი და ილიჩოვა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მელაშვილი და ილიჩოვა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

A+ A-

16:51 15/10/2020

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.