სომხების და აზერბაიჯანელების დაპირისპირება პენელოპე კრუსის Instagram-ზე – ვის უჭერს მხარს მსახიობი
სომხების და აზერბაიჯანელების დაპირისპირება პენელოპე კრუსის Instagram-ზე – ვის უჭერს მხარს მსახიობი

A+ A-

13:11 09/10/2020

ესპანელმა მსახიობმა პენელოპე კრუსმა Instagram-ში ფილმიდან „355“ პოსტერი გამოაქვეყნა. მსახიობი სიუჟეტში კოლუმბიელ სუპერაგენტს თამაშობს და შესაბამისად, კოლუმბიის დროშის ფონზე დგას.

სავარაუდოდ, კრუსის გვერდის გამომწერებს კოლუმბიის დროშა სომხეთის დროშაში აერიათ და თითქოს, მსახიობი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხურ მხარეს უჭერს მხარს. ამის გამო, ისედაც დაძაბული სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება კომენტარებში უკიდურესად გამწვავდა. შედეგად, პოსტის ქვეშ 23 000-მდე კომენტარია დაწერილი.

მოგვიანებით, მსახიობმა ფოტოს ქვეშ საკუთარი პერსონაჟის, გრასიელას კოლუმბიურ წარმომავლობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად ამისა, კომენტარებში აზერბაიჯანელ და სომეხ მომხმარებლებს შორის დისკუსია 4 დღეა არ წყდება.

ცნობისთვის, 355 მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური ფილმია, რომელშიც პენელოპე კრუსის გარდა ჯესიკა ჩესტეინი, დაიან კრიუგერი და ლუპიტა ნიონგო თამაშობენ.

წყარო: პრაიმტაიმი