ოპოზიციის მადისკრეტირებელი ფეისბუქკამპანიის უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას - "სამართლიანი არჩევნები"
ოპოზიციის მადისკრეტირებელი ფეისბუქკამპანიის უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას -  "სამართლიანი არჩევნები"

A+ A-

16:30 06/10/2020

ოპოზიციის დისკრედიტაციული კამპანიის უკან ფეისბუქზე მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის ორგანიზაცია დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს. 

როგორც ცნობილია, მეტრეველის ორგანიზაცია "დავასრულო" სათავეში უდგას ოპოზიციის მადისკრედიტირებელ 3 გვერდს, ესენია:  "არქივი • Archive", "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ".

 

ISFED-ის ცნობითვე, 7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკა (Facebook Ad Library) სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დავასრულოთ" დარეგისტრირდა.

12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "დასრულებაა".

სამართლიანი არჩევნების აღმოჩენით, 22 სექტემბრიდან ფეისბუქგვერდების "არქივი • Archive"-ის, "პოლიტიკური მოთვალთვალე" და "დავასრულოთ" დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად  ორგანიზაცია "დავასრულოთ" მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.

ია მეტრეველმა "2020NEWS"-თან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს.