ბაკურიანსა და შუახევში თოვს - საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა (ვიდეო)
ბაკურიანსა და შუახევში თოვს - საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა (ვიდეო)

A+ A-

18:44 05/10/2020
საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა. ამ მომენტისთვის თოვს კურორტ ბაკურიანში. მომხმარებლები სოციალურ ქსელში ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებენ.
 
გათოვდა მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 8-10 სანტიმეტრამდე მიაღწია.
 
მსგავი რამ აჭარის ადგილობრივებს არ გაკვირვებიათ, რადგან მათი თქმით, როდესაც უხვი ნალექია, რეგიონში თოვლი მაისშიც მოსულა.
 
სხვათაშორის, სექტემბერში თოვლი ხულოშიც მოვიდა, რომლის საფარმა 15 სანტიმეტრს გადააჭარბა.