ქვეყნის მასშტაბით, 28 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაა კრიტიკული - მარინა ენდელაძე
ქვეყნის მასშტაბით, 28 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაა კრიტიკული - მარინა ენდელაძე

A+ A-

11:36 30/09/2020
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარას, 35 კი თბილისს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
 
„314 ახალინფიცირებულთა შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 72%-ით. 235 ახალი პაციენტია გამოვლენილი აჭარაში. თბილისში არის 9 პროცენტი - 30 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება. გურიაში ინფიცირებულია 6 ახალი პაციენტი, იმერეთში - 38, სამეგრელო-ზემო-სვანეთში - 14 პაციენტი, სამცხე-ჯავახეთში - კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში 1 პაციენტი ", - განაცხადა ენდელაძემ.
 
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 28 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობაა კრიტიკული.
 
ცნობისთვის, 30 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.