კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტი 69 წლის მამაკაცი იყო - ენდელაძე
კოვიდინფექციით გარდაცვლილი პაციენტი 69 წლის მამაკაცი იყო - ენდელაძე

A+ A-

11:32 30/09/2020
დღეს გარდაცვლილი პაციენტი ქუთაისის კლინიკაში - „ბომონდი“ მკურნალობდა. იგი 69 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა: სასუნთქი გზების ანთება და მოციმციმე არითმია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
 
„გარდაცვლილი პაციენტი 69 წლის მამაკაცია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა, მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სასუნთქი გზების ანთება და მოციმციმე არითმია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.
 
ცნობისთვის, 30 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 პაციენტი.