"მოკეტე", "მატყუარა", "პუტინის ლეკვი" - ტრამპისა და ბაიდენის ხმაურიანი საპრეზიდენტო დებატები
"მოკეტე", "მატყუარა", "პუტინის ლეკვი" - ტრამპისა და ბაიდენის ხმაურიანი საპრეზიდენტო დებატები

A+ A-

10:29 30/09/2020

მოკეტე“ - ამ სიტყვით რამდენიმეჯერ შეამკეს ერთმანეთი 29 სექტემბერს გამართული ტელედებატების დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებმა: „რესპუბლიკელმადონალდ ტრამპმა დადემოკრატმა“  ჯო ბაიდენმა.

ტრამპი მოწინააღმდეგეს აგრესიულად უტევდა და სიტყვას აწყვეტინებდა. საერთოდაც, დებატებმა ორივე კანდიდატის მძიმე დაპირისპირების ფონზე ჩაიარა და ერთმანეთს „მატყუარას“ უძახდენენ.

„დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის ლეკვია“, – ამის შესახებ დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა დეპატებში.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ჩვენ უფრო სუსტები, ავადმყოფები, ღარიბები, დაყოფილები და მოძალადეები ვხდებით. მე პუტინს პირისპირ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მის ქცევას არ მოვითმენდით. ის პუტინის ლეკვია. მას ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს რუსეთისთვის ამერიკელ ჯარისკაცებზე გამოცხადებულ ნადირობაზე“, – თქვა ბაიდენმა.

მისივე განცხადებით, „დემოკრატების“ მმართველობის დროს აშშ-ში დანაშაულის დონე 50%-ით დაბალი იყო.

ცნობისთვის, დებატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ოჰაიოს შტატში, კლივლენდში  შედგა. ის 90 წუთის განმავლობაში  მიმდინარეობდა. კანდიდატები 15-წუთიან მონაკვეთში 6 თემას შეეხნენ: კანდიდატების შეხედულებები, პანდემია, სასამართლო, რასიზმის თემაზე გამართული აქციები, სამართლიანი არჩევნები და ეკონომიკა.

შეგახსენებთ, აშშ-ში  არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლებს კი ტრამპისა და ბაიდენის დებატების კიდევ ორი რაუნდი ელოდებათ წინ.