ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

15:55 27/09/2020

ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. კონფლიქტის საფუძველი მეზობლებს შორის მომხდარი უთანხმოებაა.

დაჭრილია ირანის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის დაწყებული.