სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

A+ A-

13:22 27/09/2020

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში შევა გამოქვეყნების მომენტიდან. გამოცხადდით სამხედრო კომისარიატებში, სამშობლოს გულისთვის, გამარჯვებისთვის", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.