თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა - რატომ არ დაუშვა ბაჩანა ლობჟანიძე პროგრამისტის სკანდალურ კადრებთან პროკურატურამ?
თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა - რატომ არ დაუშვა ბაჩანა ლობჟანიძე  პროგრამისტის სკანდალურ კადრებთან პროკურატურამ?

A+ A-

15:08 26/09/2020

სუსის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც დაკავებულია თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის სატელიტის ფოტების საქმესთან დაკავირებით და რომელიც აცხადებს, რომ მიცნობს, არაფერი მაკავშირებს“, - ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბრისას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცნობია, რატომ ახსენა სუსის თანამშრომელმა ის, რადგან არასოდეს ყავს ნანახიც კი, არათუ იცნობდა.

"არ ვიცი, საიდან მიცნობს, როგორც იძახის, თურმე ადრე მასწავლიდა რაღაცას, მაგრამ  მსგავსი არაფერი ყოფილა, არ ვიცი,  ვინ არის ეს ადამიანი", - ამბობს ლობჟანიძე.

ლობჟანიძის თქმითვე, ამ ეტაპზე მას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან, რომელიც ლობჟანძეს აქამდე მიგზავნილად თვლიდა.

მეტიც, ამ წუთებში ბაჩალიაშვილის მეგობარი ლობჟანიძე, დედის თანხმობით, „ტვ პირველზე“ მიდის, სადაც გაეცნობა იმ ვიდეო მასალებს, რომელიც საღამოს ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გადაცემაში გახმაურდება და სადაც საუბარია, როგორ აპირებდა გარდაცვლილი პროგრამისტი თავის მოკვლას.

ბაჩალიაშვილის ოჯახს ეს კადრები უკვე ნანახი აქვს.

"თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა, ვესაუბრე და ნება დამრთო, მენახა ის კადრები, რომლებიც თამარმა გარდაცვალების წინ ჩაწერა, სწორედ ამიტომაც "ტვ პირველის" ტელევიზიაში მივდივარ, პროკურატურამ არ დამრთო ნება კადრების ნახვის",  -  განაცხადა ლობჟანიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების  ყოფილმა თანამშრომელმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, ბაჩანა ლობჟანიძესთან კავშირის შესახებ.

ხატია მამულია