"ლელომ" იცის, როგორ მოიზიდოს ინვესტიცია, ხაზარაძეს მოძიებული ინვესტიციები ივანიშვილმა ერთხელ უკვე დაუბლოკა! - ბარამია
"ლელომ" იცის, როგორ მოიზიდოს ინვესტიცია, ხაზარაძეს მოძიებული ინვესტიციები  ივანიშვილმა ერთხელ უკვე დაუბლოკა! - ბარამია

A+ A-

19:48 25/09/2020

როგორ აპირებს „ლელო საქართველოსთვის“ ახალი „მარშალის გეგმის“ განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვასა და თანხების მოძიებას? - ეს კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რომან კაკულიამ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ძალის მისამართით გააჟღერა.

„ბატონი რომანის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული და იაპონური ინვესტიციები უკვე დაუბლოკა მამუკა ხაზარაძეს“, - ასე პასუხობს რომან კაკულიას „ლელოს“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, დიპლომატი გიორგი ბარამია.

და მაინც, თუ საიდან მოაქვს „ლელოს“ „ახალი მარშალის“ გეგმის განსახორციელებლად მრავალი მილიარდი, რატომ არის მაღალი პროცენტები საბანკო სესებზე და რატომ აქვს ბლოკირებული „საპენსიო ფონდი“ ხელისუფლებას. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბარამია დაწვრილებით „2020NEWS“-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.   

-ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი, დიდი კონკურენციაა ამ ოლქში  ოპოზიციის კანდიდატების თვალსაზრისით. აქ იყრიან კენჭს უშიშროების საბჭოს ექსთავმჯდომარე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ და ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი? 

-კონკურენცია, რა თქმა უნდა, დიდია, ჩვენს საარჩევნო ოლქში სერიოზული კანდიდატები ყავს წარმოდგენილი ოპოზიციურ სპექტრს. რაც შეეხება სამთავრობო კანდიდატს, ის იყენებს  ადმინისტრაციულ რესურებს. ამომრჩეველზე მიდის ზეწოლა, დაშინება და ფაქტობრივად, ყოველნაირ დემოკრატიულ პრინციპებს არის აცდენილი ხელისუფლების მოქმედებები აქ. ამის მიუხედავად მე ნებისმიერ კანდიდატთან შევძლებ პაექრობას ყოველთვის ვიქნები მზად ბრძოლის და შემდგომი გამარჯვებებისთვის. 

გარდა ამისა. კონკურენტები, რა თქმა უნდა, სეიროზულია, მაგრამ არც ერთ პარიას არ აქვს ისეთი ეკონომიკური გეგმა, როგორ - ლელო“.  სხვა კანდიდატები გასცემენ პოპულისტურ წინასაარჩევნო დაპირებებს, თუმცა ქმედითუნარიანი გეგმა, მხოლოდ და მხოლოდ, „ლელოს“ აქვს. 

- რითია თქვენი პარტიის ეკონომიკური გეგმა უპირატესი სხვა პარტიებთან შედარებით?  

-ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - „ლელოს“ ახალი „მარშალის გეგმა“.  ეს პროგრამა პროფესიონალთა მიერ არის შექმნილითავადაც ვიღებდი მის შექმნაში მონაწილეობას. ჩვენ შევქმენით ეს გეგმა არა პოპულისტობისთვის, არამედ ქვეყნის რეალური პრობლემების მოსაგვარებლად 

ჩვენი ეს კონკრეტული და მიზანმიმართული გეგმა საქართველოს ვეფხვისებრი ნახტომით გადაიყვანს ეკონომიკურ წინსვლამდე. „ლელოს“ გააჩნია საქართველოს რეკონსტრუქციის „მარშალის გეგმა“, ხოლო სხვა პარტიებს არ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა და ამიტომ იძლევიან პოპულისტურ დაპირებებს, რომელთა განხორციელებაც ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

-თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დეპუტატი რომან კაკულია აცხადებს, რომ  „ლელოს“ „მარშალის გეგმა“ მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომელის შინაარსიც კი არ არის დაწერილიო.. 

-თუკი ბატონი რომანი ასე აცხადებს ეს მისი პრობლემაა, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მის ამ მოსაზრებას, ჩვენი მოძიებული ინვესტიციები საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ უკვე დაბლოკა!  

რაც შეეხება ამ გეგმას შინაარსთან ერთად, მას დიდი მომავალიც აქვს. ეს არის რეალური გეგმა, რეალური მიზნებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ყოველივეს განხორციელებას.  

როდესაც  „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობისა და მოძიებული ინვესტიციების შესახებ უამბო,  ბატონი რომანის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ შავ ზღვაში არაფერი ესაქმებოდათ ამერიკელებს. 

„ლელო საქართველოსთვის“ გამარჯვების შანსები ყოველდღიურად იზრდება, საზოგადოება ხედავს „ლელოს“ მიზნებსა და შანსებს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მთავარი მიზანი საქართველოს წინსვლა და განვითარება იქნება.  

„ლელოს“ ახალი „მარშალის გეგმით“, საქართველო უნდა გახდეს რეგიონის კულტურული, ეკონომიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრი. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ძლიერ საშუალო ფენას, სადაც 600 ათას ადამიანს ექნება ყოველთვიური 3 ათას ლარამდე შემოსავალი, ამ ყოველივეს კი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნით ვაპირებთ. 

ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ ყველა სტრატეგიული  პროექტი, მაგალითად, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა, თუმცა ის ვერ გაანალიზეს, რომ ეს იქნებოდა დამატებითი შემოსავალი, გაორმაგებული ეკონომიკა, როგორც სამეგრელოს რეგიონისთვის, აგრეთვე სრულიად საქართველოსთვის.  

„ლელოს“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ, დიდი გეგმები აქვს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია და ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია. 

-სხვათაშორის, იგივე რომან კაკულია კითხულობს, საიდან მოაქვს „ლელოს“ ინვესტიციები და ფული „ახალი მარშალის გეგმის“ პროექტების განსახორციელებლად? 

-„ლელოს“ უკვე მოძიებული აქვს ინვესტიციები ამ ყოველივეს განსახორციელელად და ვიცით, როგორ გამოვიყენოთ  მიზნობრივად. უპირველესად, უნდა შევქმნათ ისეთი მცირე და ეფექტიანი მთავრობა, რომელსაც ექნება ნაკლები ბიოკრატიული ხარჯები და სწორედ ამ თანხების შემცირებით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებში.  

ამერიკული და იაპონური მხარე დაგვეხმარა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტირებაში, აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული საინვესტიციო გარემო შეიქმნა მაშინაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, საქართველოს ხელისუფლებამ ყოველივე ეს კარგად იცოდა, პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა და დაბლოკა. 

არადა, ეს პროექტი საქართველოს მრავალმხრივ წინსვლას მოუტანდა. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლა, ყოველივე ეს პოლიტიკასთანაც იყო დაკავშირებული, პირდაპირი კავშირი ჰქონდა დასავლეთთან და ევროპასთან, ჩვენ ამ პროექტით შევძლებდით მათთან დაახლოებას. შეიქმნებოდა რეგიონში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა -ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი მეზობლებისთვისაც.   

ერთადერთი მოწინააღმდეგე მეზობელი ამ პროექტისა იყო რუსეთი, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კარტი გაათამაშა და სწორედ ამიტომაც დაბლოკა საქართველოს წინსვლისთვის განკუთვნილი პროექტი. 

-გასაგებია, ანაკლიის პროექტი, მაგრამ ახლა როგორ აპირებთ „მარშალის გეგმის“ განსახორციელებლად მრავალმილიარდიანი თანხის მოძიებას?  

-„ლელოს“ შიდა რესურსი 6-მილიარდიანია,  ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევქმნით ფონდს, სადაც 3-მილიარდიანი საგრანტო ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიან და შეღავათიან ფინანსური რესურსების მხარდაჭერას, რომელსაც ქართული ბიზნესი დღესაც საჭიროებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში. 2 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების მონაწილეობით შეიქმნება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.  

„ლელოსთვის“ პრიორიტეტულია აგრეთვე, სოფლის მეურნეობა, სადაც გლეხი უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი. 

-რა ბედი ეწევათ პენსიონრებს თქვენი მთავრობაში მოსვლის შემდგომ? 

-თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს საპენსიო ფონდი, რომელიც არის გაყინული და ბლოკირებული, არავინ იცის, როგორ იყენებს ამ თანხებს მთავრობა. 

 „ლელომ“ გააჟღერა, რომ საქართველოში  უნდა დაფუნძდეს საერთაშორისო საფონდო ბირჟა, სადაც საპენსიო ფონდ თანხებს დავიხმართ და ხელს შევუწყობთ ენსიონრებისთვის დამატებითი დივიდენდების შექმნას, ხოლო მოკლევადიან პერიოდში, ჩვენი მთავრობაშ მოსვლისთანავე, 400-ლარიანი პენსია ექნება ყველა პენსიონერს, რომელიც თანდათან კიდევ უფრო გაიზრდება,  ეკონომიკური რეფორმების გატარების მეშვეობით. 

-ანუ, საპენსიო ფონდის მოდელს „ლელო“ იწონებს, თუმცა, იქ აკუმულირებული თანხების განკარგვის ეფექტიანობას აყენებს ეჭქვეშ?  

- „საპენსიო ფონდში“ გარკვეული თანხა აკუმულირებული და ეს თანხა ეროვნული ბანკის მიერ, ისევეა ბლოკირებული, როგორც თავად ფონდი.

სწორად რომ მუშაობდეს „საპენსიო ფონდი“, ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმაა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაგროვდეს დამატებითი ფული, რომელიც ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში და გრძელვადიან ჭრილში გახდება ჩვენი უზრუნველყოფილი სიბერის გარანტი.

„საპენსიო ფონდი” უკვე 2 წელია არსებობს. „ლელო“ მიიჩნევს, რომ ეს ფული ეკონომიკაში უნდა გავუშვათ და ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია. ეს ფული საშუალო და მცირე ბიზნეს მოვახმაროთ.

გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული ბანკის პოლიტიკა კერძო ბანკებთან მიმართებაში არის კაბალური, მოსახლეობა შეყავთ შეცდომაში, რადგან კერძო ბანკების საპროცენტო განაკვეთებს, სწორედ ეროვნული ბანკი არეგულირებს და არა - თავად ბანკები. თუკი ამ საკითხის გაუმჯობესება არ მოხდება, უარეს ეკონომიკურ რღვევას მივიღებთ.

-ანუ, თქვენ ამბობთ, რომ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეს ქართული ბანკების კაბალური პოლიტიკა არ არის და დამნაშავე ამაში ხელისუფლებაცაა?

-ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარეა ასეთი მაღალი პროცენტები სესხებზე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის დამსახურება არ არის, მთავრობაც მონაწილეობს ამ ყოველივეში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გეგმაა, რომ მთლიანად შევცვალოთ ეს ცუდი პოლიტიკა, რათა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის გამყარება.

სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობას ხელი შეუწყონ - დაბალპროცენტიანი საკრედიტო შემოთავაზებები მიიღონ საბანკო სისტემისგან.

ეროვნული ბანკი არის და უნდა იყოს საბანკო სისტემის სტაბილურობის გარანტი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფინანსური მორინტორინგის სამსახურს მთავრობა პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის იყენებს.

შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგი უნდა გახდეს დამოუკიდებელი უწყება და მთავრობას არ უნდა ჰქონდეს მასთან შეხება. ეროვნულ ბანკს, როდესაც გათავისუფლდება ხელისუფლების ზეგავლენისგან, უნდა დარჩეს საბანკო კონტროლის ფუნქცია, რათა კომერციული ბანკი დაცული იყოს, მოსახლეობამ კი დაბალპროცენტიანი სესხები მიიღოს.

ხატია მამულია